ფსიქიატრიული საავადმყოფო. პაციენტები უყურებენ ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემას. ერთ-ერთი პაციენტი პროგრამის ყოველი სიუჟეტის გასვლის შემდეგ შემოჰკრავს ტაშს და სიხარულით წამოიყვირებს: - რა კარგია, რომ ფსიქიატრიულში ვარ! - ეს უკვე გასაწერია, - გადახედა ერთმა ექიმმა მეორეს, - აშკარად გამოჯანმრთელებულა…
ფსიქიატრთან: - ექიმო, მიშველეთ რამე! ჩემი ქმარი გაგიჟდა! გაიძახის კატებს ქოლგები დავურიგოთო. - ქალბატონო, ამაში რა არის გასაოცარი!.. მთელი კვირაა გადაუღებლად წვიმს...
თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. –ვკვდები ექიმო? –არა, უარესი: დიდხანს უნდა გიმკურნალოთ.
- რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრააათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმოოონ? - ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბუიშვილი ვიყო. - რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ! - რაი, სიმონ და ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავათ მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?!!
ქალი ტაქსში ჩაჯდა. -სამშობიარიში… მძღოლი გიჟივით ატარებდა მანქანას. -ნელა! იქ ვმუშაობ, დაამშვიდა ქალმა.
|