შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები
თამაშები
მობილურებისთვის
counter strike
cs სკინები
cs მაპები
GTA
ვიდეოები
მუსიკები
ფილმები
GEO ნათარგმნი
მანქანები
ანიმაციები
კლიპები
ვიდეო გაკვეთილები
xXx +18
სპორტი
სასაცილო
სურათები
ბიოგრაფიები
გაალამაზე შენი სურათი
ლექსები
ქართული ფილმები
სერიალები
რელიგია
ფლეშ თამაშები
ფლეშ თამაშები 2
ინტერვიუ
ანეგდოტები
სხვადასხვა ონლაინ ვიდეოები
ყველანაირი
ნიჭიერი
დროის მოსაკლავი, გასართობი
ანდაზები
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
პარასკევი, 2020-04-03, 8:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 1 » დაარსების ისტორია
7:37 PM
დაარსების ისტორია

BMW არის გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია.


დაარსების ისტორია

BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რეპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანია ხალი სახელი - ”ბაიერიშე მოტორენ ვერკე” ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაკს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი - ”ტურ 3ა” შექმნა, შემდეგ კო ”მოტორ 4”, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ფრენაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

მაკს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაკსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა ”R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში ავტომობილების ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს ”ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.

1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველი ღირებული სპორტული ავტომობილი - ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი ”მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება. BMW 501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვაცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ანვითარებდა.

1955 წლისათვის კომპანიამ საკმაო უცნაური მოდელი - ი ე ს ტ ა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13 ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ანვითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ფეხზე ნორმალურად არ იყო დამდგარი და ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა. 1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,5 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.

1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიი BMW-ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW. 70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც.

BMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე (ლაპარაკია BMW ”ხულიგანკაზე”). ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლებოდა.


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 700 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0