შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები
თამაშები
მობილურებისთვის
counter strike
cs სკინები
cs მაპები
GTA
ვიდეოები
მუსიკები
ფილმები
GEO ნათარგმნი
მანქანები
ანიმაციები
კლიპები
ვიდეო გაკვეთილები
xXx +18
სპორტი
სასაცილო
სურათები
ბიოგრაფიები
გაალამაზე შენი სურათი
ლექსები
ქართული ფილმები
სერიალები
რელიგია
ფლეშ თამაშები
ფლეშ თამაშები 2
ინტერვიუ
ანეგდოტები
სხვადასხვა ონლაინ ვიდეოები
ყველანაირი
ნიჭიერი
დროის მოსაკლავი, გასართობი
ანდაზები
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
პარასკევი, 2024-04-19, 5:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » დუტა სხირტლაძის ინტერვიუ
12:37 PM
დუტა სხირტლაძის ინტერვიუ

ცნობილი ქართველი მსახიობი: "დუტა სხირტლაძე"_ს ინტერვიუ.
წაკითხვის მსურველებმა შებრძანდით სრულიადში...


თუ გსურთ გაიგოთ ახალი ამბები ცნობილ ადამიანებზე მაში შებრძანდით კატეგორია "ახალი ამბები".     
      
ტელეკომპანია იმედზე რომ რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები მალე დაიწყებოდა, კულუარებში დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, ამ დღემაც არ დააყოვნა და 2 სექტემბერს სამსახურიდან დაითხოვეს ტელეკომპანია "იმედის" ძველი თანამშრომლები: თიკო ფეიქრიშვილი, ნინო მამალაძე, თეა თუაშვილი და ნინო კვირიკაშვილი, რამდენიმე ოპერატორი და პროგრამა იმედის დილის რედაქციის ყველა თანამშრომელი. დილის პროგრამის რედაქციას ქალბატონი ინგა დადიანი ხელმძღვანელობდა და როგორც შევიტყვეთ, მის თანამდებობას მსახიობ დუტა სხირტლაძეს გადააბარებენ, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე ალეკო ფარულავას დავუკავშირდით.

- დაგეთანხმებით რომ "იმედზე" მიმდინარეობს არხის რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია, მეტს ვერაფერს გეტყვით...

- დილის პროგრამების ხელმძღვანელობას ნამდვილად დუტა სხირტლაძეს გადააბარებთ?
- ვერც ამ საკითხზე გეტყვით რამეს.

- როდის შეიტყობს საზოგადოება ამის შესახებ?
- მიმდინარე ცვლილებებზე საზოგადოებას ეტაპობრივად, ჩვენი ეთერის საშუალებით შევატყობინებთ, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც...
ჩვენ სამსახურიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებთან. დილის პროგრამების თანამშრომლებთან, მათ შორის, ინგა დადიანთანაც ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. ტელეფონზე არავინ გვიპასუხა. ამიტომ ინფორმაციის გასარკვევად სხვა გზებს მივმართეთ.
ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვანი:

- ჩვენს არხზე ნამდვილად ხდება რაღაც ცვლილებები, თუმცა ბევრი არაფერი ვიცი, რადგან შვებულებაში ვარ. ასე რომ...
ვახო მამალაძე, ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი თანამშრომელი:
- ვიცოდი, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა...

- რატომ ელოდით ამ ყველაფერს?
- იმიტომ, რომ ძველი "იმედელები" და ტელეკომპანიის ახლანდელი მმართველები ერთნაირად არ აზროვნებენ. ამიტომაც მმართველ ძალას ისეთი კადრები არ სჭირდება რომელიც ეწინააღმდეგება.

- თუ დაუკავშირდი რომელიმე გათავისუფლებულ ჟურნალისტს?
- არავის დავკავშირებივარ, ერთმა იქაურმა თანამშრომელმა მომაწოდა ეს ინფორმაცია. მითხრა, ზოგი პირდაპირ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ზოგიც უხელფასო შვებულებაში გაუშვესო.

P.S. კულუარებიდან ისიც შევიტყვეთ, რომ მედიაჰოლდინგ "იმედის" გენერალურ დირექტორს, გიორგი არველაძეს საკადრო ცვლილებების განხორციელების მიზეზად დაუსახელებია ის, რომ მაყურებელს ძველი სახეები მობეზრდა... კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ახალი თანამშრომლების - ჟურნალისტების, ტელეწამყვანების და ოპერატორების მოყვანას უნივერსიტეტ "ჯიპადან" აპირებენ.


კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 1068 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0