შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები
თამაშები
მობილურებისთვის
counter strike
cs სკინები
cs მაპები
GTA
ვიდეოები
მუსიკები
ფილმები
GEO ნათარგმნი
მანქანები
ანიმაციები
კლიპები
ვიდეო გაკვეთილები
xXx +18
სპორტი
სასაცილო
სურათები
ბიოგრაფიები
გაალამაზე შენი სურათი
ლექსები
ქართული ფილმები
სერიალები
რელიგია
ფლეშ თამაშები
ფლეშ თამაშები 2
ინტერვიუ
ანეგდოტები
სხვადასხვა ონლაინ ვიდეოები
ყველანაირი
ნიჭიერი
დროის მოსაკლავი, გასართობი
ანდაზები
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ოთხშაბათი, 2024-04-24, 4:36 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 3 » eXcess is biograpia
7:02 PM
eXcess is biograpia



aba excessi vis evaseba gadaakopiter kompebshi da daakomentaret ;)


ჯგუფი ექსცესი შეიქმნა 1999 წლის ნოემბერში. პირველი სიმღერის,"შაბაშის ღამის" ჩაწერის შემდეგ ჯგუფთან მუშაობა დაიწყო პროდიუსერმა მიშა ჩხაიძემ. პირველი კონცერტი იყო ქალაქ რუსთავში, თბილისში ჯგუფის დებიუტი შედგა გრიბოედოვის თეატრში (19/12/1999), სადაც ჯგუფი მაყურებლის წინაშე წარსდგა უკვე ჩამოყალიბებული იმიჯით, შავი ანაფორებით. დღემდე ექსცესი არ იძლევა ინტერვიუს, არ აჩენს ფოტოებს ნამდვილი სახეებით,უკიდურესად იშვიათად გამოდის კონცერტებზე. სადებიუტო სიმღერა "შაბაშის ღამე" შევიდა კრებულში "თაობა 2000" და მუსიკალურ სამყაროში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთმა რადიომ ჯგუფს სატანისტობა დასწამა და კატეგორიულად აკრძალა სიმღერის საკუთარ ეთერით ტრანსლაცია, ზოგიერთმა კი მთელი გადაცემები დაუთმო ამ ფაქტს და აცხადებდა, რომ ხელოვნება ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ასეა თუ ისე, ატეხილ სკანდალს ჯგუფისათვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით გამოსულიყო რამოდენიმე კონცერტზე, ჩაეწერა დუეტი "DOG STREET"-თან (სიმღერა "აპოკალიპსი"), ხოლო 2000 წლის მაისში დაემთავრებინა პირველ ალბომზე მუშაობა. 2000 წლის ზაფხულის დასაწყისში პოლიციასთან შექმნილმა პრობლემებმა დროებით შეაფერხა სადებიუტო ალბომის გამოჭვება. ეს ალბომი გამოვიდა 9 ოქტომბერს და მასთან ერთად ექსცესმა წარმოადგინა თავისი პირველი ვიდეოკლიპი "განკითხვის დღე" , რომელიც გარდა სხვადასხვა სატელევიზიო არხებისა, წარმატებით იყო ნაჩვენები თბილისში სტუდენტური ფილმების ფესტივალზე (2000–2002წ.)და ბათუმისახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (2001წ.). ეს კლიპი თბილისის ახალგაზრდული ფილმების ფესტივალზე არ დაუშვეს( მიზეზი–კვლავ უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს ექსცესი სატანიზმის პროპაგანდას ეწევა!). 2000 წლის სექტემბერში ჯგუფმა დაიწყო მეორე ალბომზე მუშაობა, რომლისთვისაც პროგრამა უკვე მზად ჰქონდა. თავდაპირველად ალბომის სახელწოდება "ფულის ხანა " უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, ალბომს "საფლავები" დარქმეოდა. ალბომი 2001 წლის აგვისტოში გამოვიდა. ისევე, როგორც სადებიუტო ნამუშევარი, ეს ოპუსი სავსეა სიმბოლიკით, აგრესიით და შიშველი ნატურალიზმით, მუსიკალური ჟღერადობა უფრო დამძიმდა. ალბომი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი მძიმე რეპია ჰიპჰოპისა და განგსტა–რეპის ელემენტებით, მეორე ნაწილი კი მხოლოდ ექსცესისათვის დამახასიათებელი გოთიკური ატმოსფეროთია გამსჭვალული. თვით სიმღერა "საფლავები"–ც ასევე ორნაწილიანია, თუმცა აქ უკვე თითოეული მათგანი ერთი მთლიანი ისტორიის ნაწილია. ეს სიმღერა დაწერილია ძველ, მიტოვებულ სასაფლაოზე, ღამის 3 საათზე, ანთებული ჩირაღდნების შუქზე, სრულ სიმარტოვეში... კომპოზიცია "წარსულის აჩრდილები" მუსიკალურ გაფორმებად იქნა გამოყენებული თეონა ჩიჩუას ფილმში "ქართული საბრძოლო იარაღი", რისთვისაც ფილლმა თბილისის ახალგაზრდულ კინოფესტივალზე 2001 წელს მეორე ადგილი დაიკავა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა, ხოლო მუსიკალურმა გაფორმებამ პირველი ადგილი დაიმსახურა. ამჟამად ჯგუფი მუშაობს ახალ სიმღერებზე და მესამე ალბომზე, რისთვისაც მასალა უკვე დაწერილია. ეს ალბომი მუსიკალურად წინამორბედებისაგან ძალზედ განსხვავებული იქნება. ალბომთან ერთად ჯგუფმა შეიძლება იმიჯი შეიცვალოს...

სიახლეები...
ექსცესი მორიგ სკანდალში გაეხვია. ჯგუფი 2002 წელს თბილისში გამართულ კინოფესტივალზე "დებიუტი" მთავარი პრიზით დაჯილდოვდა ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკალური გაფორმება" ფილმისათვის "ქართული საბრძოლო იარაღი" (რეჟისორი თეონა ჩიჩუა). მაგრამ ამ ფესტივალის შესახებ ჯგუფისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია, პრიზი კი თვითონ რეჟისორმა აიღო მოტივით, რომ თურმე საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის რეჟისორი ჯილდოვდება(?!). სკანდალმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია პრესაში და კულტურის სამინისტრომდეც მიაღწია, რომლის მოთხოვნითაც თებერვალში თავიდან შეიკრიბება ჟიური და ალბათ უკვე ოფიციალურად გადაეცემა კუთვნილი ჯილდო ჯგუფს
esaa gadaakopiret ;)

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1021 | დაამატა: gio | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0