შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები
თამაშები
მობილურებისთვის
counter strike
cs სკინები
cs მაპები
GTA
ვიდეოები
მუსიკები
ფილმები
GEO ნათარგმნი
მანქანები
ანიმაციები
კლიპები
ვიდეო გაკვეთილები
xXx +18
სპორტი
სასაცილო
სურათები
ბიოგრაფიები
გაალამაზე შენი სურათი
ლექსები
ქართული ფილმები
სერიალები
რელიგია
ფლეშ თამაშები
ფლეშ თამაშები 2
ინტერვიუ
ანეგდოტები
სხვადასხვა ონლაინ ვიდეოები
ყველანაირი
ნიჭიერი
დროის მოსაკლავი, გასართობი
ანდაზები
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
პარასკევი, 2024-04-26, 5:21 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 28 » iaponchikaa :D იაპონჩიკი კვანტრიშვილის გვერდით დაკრძალეს
2:01 PM
iaponchikaa :D იაპონჩიკი კვანტრიშვილის გვერდით დაკრძალეს




9 ოქტომბერს მოსკოვში რუსული მაფიის ნათლიად შერაცხილი ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე "იაპონჩიკი" გარდაიცვალა. მასზე თავდასხმა 28 ივლისს მოხდა - რესტორნიდან გამოსულ ივანკოვს კილერმა მუცელში ესროლა. 69 წლის "იაპონჩიკი" სიკვდილს ორ თვეზე მეტხანს ებრძოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.ვიაჩესლავ ივანკოვი 1940 წლის 2 იანვარს საქართველოში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი მალე რუსეთში გადასახლდა და ნამდვილ კრიმინალადაც იგი სწორედ რუსეთის დედაქალაქში ჩამოყალიბდა. პირველად იაპონჩიკი ასპარეზზე 1960 წელს, იმხანად ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, კანონიერი ქურდის, გენადი კორკოვის ბანდაში გამოჩნდა. "მონღოლის" მეტსახელით ცნობილი კორკოვი ამბობდა, ჩემს მემკვიდრედ ივანკოვი მიმაჩნია, რადგან ლიდერის თვისებებს სწორედ მასში ვხედავო. სამართალდამცველთა არქივებში არის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ივანკოვი მართლაც გამორჩეული იყო. იგი მსხვერპლს პირადად უთხრიდა საფლავს და ამას აყურებინებდა. 1972 წელს ივანკოვს 12 წელიწადი მიუსაჯეს. სასჯელს იგი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, თუმცა ამას დიდად არ ნაღვლობდა და 58-ჯერ კარცერში ყოფნაც მოასწრო. დაჭრა სამი თანამესაკნე, მიიღო კანონიერი ქურდის სტატუსი და რაც მთავარია, მისი გათავისუფლების მოთხოვნით რუსულმა ელიტამ ლამის აქციების გამართვა დაიწყო. იგი ციხიდან 1981 წელს გაათავისუფლეს და პირველი, რაც ივანკოვმა გააკეთა, სისასტიკით განთქმული "სოლნცევოს" სახელით ცნობილი დაჯგუფების ჩამოყალიბება იყო. 1984 წელს "იაპონჩიკი" ისევ დაიჭირეს და ისევ 14 წელიწადი მიუსაჯეს. 1991 წელს ივანკოვი ციხიდან ზარ-ზეიმით გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ მან ამერიკას მიაშურა. საინტერესოა, რომ შტატებში "იაპონჩიკი" ბიზნესვიზით გაემგზავრა. 1995 წელს ამერიკაში ბოლო ათწლეულის ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა - 12 ვერტმფრენი, ფედერალური ბიუროს ორასი თანამშრომელი და ასამდე მანქანა ივანკოვის დასაკავებლად ერთობლივად გაემგზავრნენ და "იაპონჩიკი" ამერიკაში მოღვაწე რუსი ბიზნესმენისთვის სამი მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. მას ამერიკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ივანკოვის ექსტრადირებას ითხოვდა, "იაპონჩიკმა" მისჯილი ვადა სრულად მოიხადა. ის რუსეთში მხოლოდ 2005 წელს დაბრუნდა.

"იაპონჩიკს" რუსული კრიმინალური სამყაროს ალ კაპონედ მოიხსენიებდნენ და უდიდესი გავლენით სარგებლობდა როგორც კრიმინალურ წრეებში, ასევე პოლიტიკოსებსა და ელიტურ საზოგადოებაში. პირველ რიგში, მან ძველ მეგობარსა და თანამოაზრეს, თბილისში დაბადებულ ასლან უსოიანს, ანუ დედ ჰასანს მიაკითხა და ამ ორი ადამიანის გარშემო მთელი რუსული კრიმინალური სამყარო გაერთიანდა.

მათი მყუდროება ორი წლის წინ დაირღვა, როცა რუსეთში ტარიელ ონიანი გამოჩნდა. "ტარომ" გაყოფილ-გადანაწილებულ ბიზნესში თავისი ადგილი მოითხოვა და, შესაბამისად, უსოიანსა და ივანკოვს დაეჯახა. მათ ბრძოლას წერტილი 28 ივლისს დაესვა, როცა "იაპონჩიკს" ესროლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, კილერს ვერ მიაგნეს. როგორც ამბობენ, შემკვეთმა კილერი თვითონვე გაასაღა და ამით ყოველგვარი კვალი მოსპო. დედ ჰასანმა ივანკოვის დაჭრაში ბრალი ონიანს დასდო. მან "სხადნიაკიც" მოაწყო და 36 კანონიერ ქურდს წერილზე ხელი მოაწერინა, რომლის მიხედვითაც ონიანს ქურდის სტატუსი ჩამოერთვა და ქურდული ტრადიციების მიმდევართ მისი ლიკვიდაცია აქვთ დავალებული. თუმცა "მატროსკაია ტიშინაში" მყოფი ონიანის ლიკვიდაცია რთული საქმე იქნება, რადგან იგი ცალკე საკანში ზის და 24-საათის განმავლობაში ყარაულობენ.

კრიმინალური სამყაროდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ივანკოვი არა ამ გარჩევას, არამედ ახალ ბიზნესინტერესებს შეეწირა. 2014 წელს სოჭში ოლიმპიადა იმართება და შესაბამისი ნაგებობების აშენებისთვის სახელმწიფოს მიერ მილიარდობით რუბლია გამოყოფილი. ივანკოვსაც სწორედ ამ ფულის გაკონტროლება სურდა და ცხვირი იქ ჩაყო, სადაც პოლიტიკოსები არიან გარეული. ვარაუდობენ, რომ "იაპონჩიკი" სწორედ მათ გაისტუმრეს იმ ქვეყნად.
ივანკოვისთვის მეგობრებმა 100 ათას დოლარად ღირებული კუბო შეუკვეთეს და ვაგანკოვსკის სასაფლაოზე, ოთარ კვანტრიშვილის საფლავის გვერდით დაკრძალეს. კვანტრიშვილის გვერდით მისი დასაფლავება შემთხვევითი არ არის. ამ დონის კრიმინალი რუსეთში ბოლოს 1994 წელს მოკლეს და ის სწორედ კვანტრიშვილი იყო.

P.S. სხვათა შორის, ივანკოვი საგულდაგულოდ მალავდა შვილს, მიხეილ ივანკოვს, მაგრამ ახლა ასპარეზზე ისიც გამოჩნდა და მამის "მემკვიდრეობის" გადაბარება სურს. ასლან უსოიანმა უკვე დაადასტურა, რომ ივანკოვის შვილი კანონიერი ქურდია და კრიმინალურ სამყაროში მას "მიშა პიტერსკით" მოიხსენიებენ.

კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 1350 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0