შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
პროგრამები
თამაშები
მობილურებისთვის
counter strike
cs სკინები
cs მაპები
GTA
ვიდეოები
მუსიკები
ფილმები
GEO ნათარგმნი
მანქანები
ანიმაციები
კლიპები
ვიდეო გაკვეთილები
xXx +18
სპორტი
სასაცილო
სურათები
ბიოგრაფიები
გაალამაზე შენი სურათი
ლექსები
ქართული ფილმები
სერიალები
რელიგია
ფლეშ თამაშები
ფლეშ თამაშები 2
ინტერვიუ
ანეგდოტები
სხვადასხვა ონლაინ ვიდეოები
ყველანაირი
ნიჭიერი
დროის მოსაკლავი, გასართობი
ანდაზები
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
პარასკევი, 2024-04-26, 2:04 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » ინტერვიუ ლექს-სენთან
9:41 AM
ინტერვიუ ლექს-სენთან

ცნობილი ქართველი რეპერი ლექს-სენი მწვავე კრიტიკის მიუხედავად მაინც ერთ-ერთ რეიტინგულ შემსრულებლად ითვლება ქართულ შოუ-ბიზნესში.


მის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც პირველია. მის ირგვლივ ტრიალებს ყველანაირი ჭორი რაც შეიძლება ადამიანის შესახებ გავრცელდეს, თუმცა ამ ყველაფერს ის გულგრილად უყურებს და მხოლოდ საკუთარი შემოქმედების განვითარებაზე ზრუნავს. ლექს-სენი არ ეკუთვნის იმ მუსიკოსთა რიცხვს, რომლებიც შოუბიზნესში არსებული მდგომარეობის გამო სახლში ზის და მსმენელს ახალს არაფერს სთავაზობს, ალბათ ამიტომაც არის, რომ ერთ დროს ძალიან პოპულარული შემსრულებელი ლექს-სენი მეტნაკლებად, მაგრამ დღესაც აქტუალურია. ლექს-სენი დღეს ჩვენი რუბრუკის სტუმარია, პირად ცხოვრებაზე, ახალ შემოქმედებით გეგმებზე და შოუ-ბიზნესში არსებულ ვითარებაზე სწორედ რეპერი ისაუბრებს.

 

_ლექსო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

_ყველა თვალნათლივ ხედავს რა რთული მდგომარეობაა შოუ-ბიზნესში, ფაქტიურად დაიღუპა. აქედან გამომდინარე მომივიდა იდეა გამეკეთებინა გადაცემა ’’დაალაგე ათეული’’, ჩემი იდეა ’’სტერეოს’’ ხელმძღვანელობას შევთავაზე და ისინიც დამთანხმდნენ. დავიწყეთ მუშაობა და ყველას ვისაც აქვს სურვილი შეუძლია მოიტანოს საკუთარი კლიპები, ყველა მომღერალს დაუფასდება საკუთარი შრომა და ამას მოჰყვება კონცერტებზეც დაპატიჟება. გადაცემაში იქნება ძალიან ბევრი პრემიერა, პირველ გადაცემაში ჩემი კლიპის პრემიერა შედგება.

_ლექსო, მხოლოდ ახალი კლიპები მოხვდება შენს გადაცემაში?

_ არამხოლოდ ახალი კლიპები. ბოლო დროს გადაღებული ყველა კლიპი მოხვდება ჩვენს ათეულში.

_ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველ მომღერლებს ფინანსური მდგომარეობის გამო უჭირთ ახალ კლიპებზე მუშაობა...

_ მე არ მაქვს ფული, მაგრამ ვახერხებ კლიპების გადაღებას. მე და ჩემმა მეგობრებმა საკუთარი მუსიკალური სტუდია გავაკეთეთ და ჩვენთან სათანამშრომლოდ ვეპატიჟებით ყველას, ვინც შოუ-ბიზნესით ცხოვრობს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თუ ჩვეულებრივ რეჟისორთან მუშაობა მინიმუმ 5000 დოლარი ღირს, ჩვენ გაცილებით დაბალ ტარიფებს ვთავაზობთ მომღერლებს. ეს დისბალანსი უნდა დავარღვიოთ. ამის გარდა, მაყურებელი თავად იქნება ჩართული საუკეთესო სიმღერის გამოვლენაში. თითოეულ კლიპს საკუთარი სმს ნომერი ექნება და მაყურებელი თავის სასურველი

კლიპის ნომერს გამოგზავნის ნომერზე 1015, შემდეგ ჩვენ ხმებს დავითვლით და ამის მიხედვით გადანაწილდება პოზიციები ჩვენს ათეულში. მაყურებელი თავად დაალაგებს ქართულ ათეულს.

_ აქცენტი რეპ სიმღერებზე გაკეთდება?

_ არანაირად არ გაკეთდება აქცენტი მხოლოდ რეპზე, პირველ რიგში ჩვენ ხარისხიან მუსიკაზე გავაკეთებთ არჩევანს. უბრალოდ ფოლკლორი და ხალხური სიმღერა ვერ მოხვდება ამ ათეულში, რადგან ამ მუსიკას ისედაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. რეპი, როკი, პაპსა, სოული ყველაფერი იტრიალებს ჩვენს ეთერში ქართულ ენაზე.

_ანუ ქართველმა, რომ ინგლისურ ენაზე იმღეროს შენს ათეულში ვერ მოხვდება?

_ ვერ მოხვდება უცხოენოვანი სიმღერა ჩვენს ათეულში. მსმენელს სურს სიმღერა ქართულ ენაზე მოისმინოს. ყველა ქვეყანაში საკუთარ ენაზე ჩაწერილ სიმღერებს უსმენენ და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.


_ ამ გადაცემის გაკეთების იდეა შენ გეკუთვნის?

_ ეს მინდოზას იდეა იყო, რომელიც ჩემი პროდუსერია. ეს იდეა ერთად განვახორციელეთ.

_ ლექსო, მუსიკალურ სფეროში რა სიახლეები გაქვს, როგორც აღნიშნე ახალი კლიპი გადაიღე?

_ კი, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობ. გადავიღე ახალი კლიპი სიმღერაზე ’’როგორ გელოდი’’ და სწორედ ამ სიმღერის პრემიერა შედგება 10 დეკემბერს გადაცემაში ’’დალაგე ქართული ათეული’’. კიდევ გადავიღე მეორე კლიპი, ასევე დუეტი ჩავწერე ონისესთან და ამ სიმღერის ვიდეორგოლზეც ვმუშაობ, რომელიც ორ კვირაში გამოვა ეკრანებზე.

_ ვიცი, რომ გამოეცი ახალი ლექსების კრებული?

კი გამოვეცი მეორე ლექსების კრებული, პატარა ბროშურაა, მაგრამ მგონი ძალიან საინტერესო. ’’მგელი პოეტი 18 ივლისი’’, რომელშიც ბოლო დროის ახალი ლექსებია შესული.

_ მგელი პოეტია ლექს-სენი?

_ სიმბოლურია ეს ყველაფერი. მგელი ხომ მარტოობის ნიშანია, მეც ასე მარტო მოვათრევ ამ ცხოვრებას. ამდენ სიდუხჭირეში გამოვიარე, თან მგელი ჩემი საყვარელი ცხოველია. 18 ივლისი კი ჩემი დაბადების დღეა, კრებულში მიწერია ასეთი სტროფი ’’დავიბადე ღამე 18 ივლისს’’ და ამიტომაც ჰქვია კრებულს ’’მგელი პოეტი, 18 ივლისი’’. ამ წიგნის შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება, სკოლებისთვისაც ძალიან კარგი იქნება თუ შეიტანენ.

_ შენი სიმღერები ძირითადად ქალებს ეძღვნება, კრებულშიც შევიდა ლექსები გოგონებზე?

_ კი, ლექსების კრებულშიც არის ქალებზე რამდენიმე ლექსი. ზოგი ცინიკური ლექსიც არის. 

_ შენი პირადი გრძნობებიდან გამომდინარე დაწერე ალბათ ხომ ლექსი ქალზე?

_ კი რა თქმა უნდა. მეც ხომ ადამიანი ვარ? მეც განვიცდი და მეც მომწონს, რობოტი ხომ არ ვარ?

_ კონკრეტული ამბავი შენი პირადი ცხოვრების შესახებ არასდროს გაჟღერებულა, როგორ ახერხებდი ამას? არავინ არსებობდა ლექს-სენის ცხოვრებაში თუ კარგად მალავდი შენს პირად ცხოვრებას?

_ როგორ არა, იყო ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ეს სერიოზული არასდროს ყოფილა და შესაბამისად ალბათ ამიტომაც არ გახმაურებულა არასდროს. იყო ჩემი მხრიდან სერიოზული გრძნობები, მაგრამ მისი მხრიდან არაფერი წამოსულა.

_ როგორ ცალმხრივად გიყვარდა?

_ ეს იყო შორეულ წარსულში. ამან დიდი ხნის წინ ჩაიარა და ახლა ჩვეულებრივად ვარ. 

_ ფაქტია, რომ დღემდე გყავს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი...

_ ფანები ღვთის წყალობით დღემდე ისევ აქტიურად მყავს. ბევრი მათგანი გაიზარდა და რომ მხვდებიან, მეუბნებიან, რომ ადრე მე მისმენდნენ. სულ ვეკონტაქტები ფანებს. ძირითადად ინტერნეტის მეშვეობით. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანი პატივს სცემს შენს შემოქმედებას.

_ მათ ალბათ შენ უფრო მოსწონხარ. ძალიან ბევრი გოგონა რეკავს ჩვენთან და შენთან შეხვედრას ითხოვს, ზოგს შენი ტელეფონის ნომერი უნდა, როგორ ფიქრობ ფანს აქვს იმის შანსი, რომ გახდეს ლექს-სენის მეორე ნახევარი?

_ კი, რატომაც არა. თუ ადამიანი მოგეწონა რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? უფრო სასიამოვნოა ჩემი აზრით ფანთან თუ აგეწყობა ურთიერთობა. ორმაგად ეყვარები.

_ დღეს საქართველოში კულტურული ცხოვრება წინანდელთან შედარებით უფრო აქტიურია, თუმცა შოუ-ბიზნესს არ ეხება ეს აქტიურობა. როგორ ფიქრობ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ყველა სფერო პრიორიტეტულია შოუ-ბიზნესის გარდა?

_ ძალიან კარგია კინოს და თეატრს თუ მიექცევა ყურადღება. მაგრამ ამის ხარჯზე სხვა სფეროს უყურადღებობა არ არის გამართლებული საქციელი. კულტურის სამინისტროს ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას და მოხარული ვიქნებით თუ ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი ვისი ბრალია ეს უყურადღებობა.

_ როგორც ვიცი შენ უცხოური პროექტების კუთხითაც ფიქრობდი მუშაობას?

_ კი იყო, მსგავსი პროექტები დაგეგმილი. კონტაქტები გვქონდა ძალიან დიდ საპროდიუსერო ცენტრებთან და რამდენიმე ცნობილი მუსიკალური ჯგუფის და შემსრულებლის ჩამოყვანას ვგეგმავდით, მაგრამ როდესაც მათ ნახეს თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოში და არანაირად მომგებიანი არ იყო დროებით შევაჩერეთ მუშაობა.

_ დღეს ძალიან ბევრს აქვს რეპერობის სურვილი, თუ ადევნებ თვალს დამწყებ რეპერებს?

_ ეს მუსიკა რომ უყვარს და რეპერობა უნდა ადამიანს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად გამოუვა. ჩემთანაც მოდიან და ვუსმენ მათ მაგრამ, ძალიან ცოტა არის ისეთი ვისაც რაღაც მარცვალი გააჩნია. ბევრი დამწყები რეპერისთვის მითქვამს უარი თანამშრომლობაზე, რადგან მასში არანაირი მონაცემები არ დამინახია.

კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 986 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩვენი გამოკითხვა
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0